მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი ინდონეზიაში - ნახეთ კადრები

12:49 12-24-2018
286

ინდონეზიაში ვულკანური აქტივობით გამოწვეულ ცუნამს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა.

სუმატრასა და იავას კუნძულებზე დაინგრა საცხოვრებელი სახლები. დაზიანდა გემები და კომერციული შენობები. ათასობით ადამიანი დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი. სტიქიის შედეგად დაიღუპა 281 და დაშავდა 1016 ადამიანი.

ინდონეზიაში ცუნამის საფრთხე კვლავ არსებობს. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ავტორი: მარიამ გიგანი