"თუ ყველა ერთად ვილოცებთ, ვინ იცის რა მოხდება..."- გია ყანჩელი სიცოცხლისთვის იბრძვის

13:54 12-24-2018
2251

მუსიკოსი ჯულიან მილკისი "ფეისბუქის" გვერდზე გია ყანჩელის ფოტოს და ინგლისურ ენაზე მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ჰოსპიტალიზებულია და სიცოცხლისთვის იბრძვის.

„თუ ყველა ერთად ვილოცებთ, გავგზავნით სიყვარულს, ენერგიას და უბრალდ კარგ სურვილებს... ვინ იცის რა მოხდება“, - წერს მილკისი.

84 წლის კომპოზიტორი ბოლო პერიოდში რამდენჯერმე იმყოფებოდა საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა შეძლეს მისი მომჯობინება. ის ბელ­გი­ა­ში, ქა­ლაქ ან­ტვერ­პენ­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლოს პე­რი­ო­დუ­ლად სტუმ­რობს.