გია ყანჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

15:01 12-24-2018
306

კომპოზიტორ გია ყანჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია პრაიმტაიმს მომღერალმა ეკა მამალაძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, 83 წლის კომპოზიტორი მკურნალობას თბილისში, საკუთარ სახლში განაგრძობს. 

ახლა მივდივარ სანახავად. სახლშია, მძიმედ არის. რამდენიმე დღეა ბელგიიდან ჩამოიყვანეს საქართველოში, -განუცხადა ეკა მამალაძემ პრაიმტაიმს

გია ყანჩელის საავადმყოფოში მოთავსების შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა მუსიკოსმა იულიან მილკისმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.