ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ახალგარდული პოპ ჯგუფის Seventeen-ის კონცერტი ტრაგიკულად დასრულდა. კონცერტის მსვლელობისას, სცენას გიგანტურმა ტალღამ დაარტყა.
ცუნამმა სცენა მთლიანად დაანგრია, გადაუარა შემსრულებლებსა და კონცერტზე შეკრებილებს. სტიქიის დროს დაიღუპა პოპ-ჯგუფის ერთ-ერთი მომღერალი და მათი მენეჯერი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ ტრაგიკული მომენტის ამსახველი ვიდეოც.
ვულკანური აქტივობით გამოწვეულმა ცუნამმა ინდონეზიაში 280-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ავტორი: მარიამ გიგანი