დაკარგული სამი წლის ბავშვი, რომლის მამა მდინარეში დაიხჩო, სასწაულად გადაურჩა სიკვდილს

16:16 12-24-2018
5545

ხაბაროვსკის ოლქში მცხოვრები, სამი წლის ბავშვი, სიკვდილს სასწაულად გადაურჩა.  საინფორმაციო პორტალი ТАСС-ის წყაროს ცნობით, ბავშვი მამამ, საბავშვო ბაღიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც მდინარეზე წაიყვანა - გზის გასაკვალად, რომ მეორე დღეს სათევზაოდ წასულიყო. მდინერე, დასახლებული პუბქტიდან, რამდენიმე კილომატრში მდებარეობს. მამამ, პატარა მდინარის ნაპირზე დასვა, თვითონ კი, გაყინულ მდინარეში შევიდა, რა დროსაც ყინული ჩაუტყდა და წყალში ჩავარდა. ბავშვის ინფორმაციით, მამამ მოასწრო და შვილს სთხოვა, რომ სოფელში წასულიყო და მაცხოვრებლებისთვის დახმარება ეთხოვა.  

სოფლის ადმინისტრაციის თანამშრომლის ონფორმაციით, ბავშვი, მათ მიერ თოვლში გაკვალულ გზას გაჰყვა, სოფლისკენ მიმავალი გზა აერია და საწინააღმდეგო მხარეს გადაუხვია. თანამშრომლის ინფორმაციით, ტაიგაში, იმ ღამით, ტემპერატურა -30-35 გრადუსამდე დაეცა. ამ ადგილზე, სამანქანო გზა, თითქმის არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, მოხდა სასწაული და მეტყევე, რომელიც სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელია, შემთხვევით გადაადგილდებოდა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც დაკარგული ბავშვი იმყოფებოდა. მან ბავშვი, ოჯახს უვნებელი მიუყვანა. მართალია, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე დღეს გართულდა, მაგრამ პატარა მკურნალობას, სახლში გადის. 

ТАСС-ის ინფორმაციით, ხაბაროვსკის მხარის პრეს-სამსახური, ამ დრომდე, სამძებრო სამუშაოებს აგრძელებს, მაგრამ სამწუხაროდ, ყინულში ჩავარდნილი ბავშვის მამის პოვბა, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.   

    

 

ავტორი: რუსა ღვანიძე