„ბარსელონამ“ 147 გოლიდან ნახევარი მესის აქტიურობით გაიტანა

16:22 12-24-2018
57

კატალონიის „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავი 2018 წელს საუცხოო შედეგით ასრულებს.

წლის დასაწყისიდან დღემდე კატალონიურმა კლუბმა მეტოქის კარში 147 გოლი გაიტანა, თითქმის ნახევარში კი მონაწილეობა ლიონელ მესის აქვს მიღებული.

მიმდინარე წელს არგენტინელი ფეხბურთელის ანგარიშზე 47 გოლი და 23 საგოლე გადაცემაა. მესი ესპანეთის ჩემპიონატში 15 გოლით ბომბადირთა დავას ლიდერობს და ამავდროულად 10 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაასახელა, ლიონელ მესის კი მეხუთე ადგილი მიანიჭეს, რამაც გულშემატკივრებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე