ქეთა თოფურიას დედა, გუფის რომანთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს - "არც კი ვიცი, ალექსი ვინ არის"

17:48 12-24-2018
2778

ერთი თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ქეთა თოფურია და გუფი, ერთმანეთს დაშორდნენ, მიზეზი - რეპერის ახალი შეყვარებული, 18 წლის ეკატერინბურგელი მოდელი, იანა შევცოვაა. 

მიუხედავად იმისა, რომ გუფი და ქეთი, ერთი წელია ერთად არიან, ცნობილია, რომ მომღერალმა შეყვარებული, საკუთარ დედას, ნატალია ბუცხრიკიძეს გააცნო. რუსეთის ტელეარხ НТВ- ზე, ქეთას დედამ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რეპერს, არც კი იცნობს:

-არც კი ვიცი, ალექსი ვინ არის. არ ვიცნობ და არც გაცნობის სურვილი მაქვს. არ ვიცი, ვისზე საუბრობთ, მე მის არც წარსულ და არც დღევანდელ ცხოვრებას, არ ვიცნობ - ამბობს ქეთას დედა. 

თავად ქეთამ კი, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ გუფთან ურთიერთობა, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუღლეს, ლევ გეიჰმანს გაეყარა. 

ყველაფერი, თავისთავად მოხდა. 7 წლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს დავშორდით. მივხვდით, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც საჭიროა. გადავწყვიტეთ განქორწინება, რაც არ დაგვიმალავს და ყველამ თავის დროზე გაიგო. სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო, უამრავი ბინძური ჭორების გავრცელება. თითქოს ლიოშასთან, იმ დროს მქონდა ურთიერთობა, როცა ქმართან ვცხოვრობდი. ეს ყველაფერი სიცრუეა, მე დიდი ხნის განქორწინებული ვიყავი, როცა რეპერთან  დავიწყე ურთიერთობა - ამბობს ქეთა.

ქეთამ, კი განაცხადა, რომ გუფის, მისთვის არ უღალატია - იანა, მომღერლის ცხოვრებაში, მხოლოდ, მათი დაშორების შემდეგ გამოჩნდა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

  

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე