მსახიობ კევინ სპეისს სექსუალურ ძალადობაში ბრალი წაუყენეს (ვიდეო)

11:15 12-25-2018
100

მსახიობ კევინ სპეისს 18 წლის ბიჭზე სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის ბრალი წაუყენეს.

ოსკაროსანი მსახიობი სასამართლოში 7 იანვარს გამოცხადდება.

ბრალდების თანახმად, სექსუალური ძალადობის ფაქტი 2016 წლის ივლისში მოხდა. ძალადობის შესაძლო მსხვერპლი ყოფილი ტელე-წამყვანის ჰეზერ ანრუჰის ვაჟია. იგი კევინ სპეისს მისი 18 წლის ბიჭისთვის ალკოჰოლის შეძენასა და შემდეგ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ინციდენტი მასაჩუსეტსის შტატში მოხდა, სადაც 21 წლამდე ალკოჰოლის მიღება  კანონით აკრძალულია.

კევინ სპეისმა 24 დეკემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ცნობილი სერიალის House of Cards-ის პერსონაჟის ფრენკ ანდერვუდის სახით წარსდგა.

როლში მყოფი მსახიობი ვიდეოში აცხადებს: „ნამდვილად არ ვაგებ იმაზე პასუხს, რაც არასოდეს ჩამიდენია. ყველაზე უარესს ხომ არ დაიჯერებთ მტკიცებულებების გარეშე? დასვკნებს ხომ არ გამოიტანთ ნაადრევად, ფაქტების გარეშე? რა თქმა უნდა, ზოგიერთს ყველაფერი სჯერა, ისინი ელიან როდის ვაღიარებ ყველაფერს.“

სამ წუთიანი ვიდეო კევინ სპეისის პირველი საჯარო გამოსვლაა მას შემდეგ, რაც გასულ  ნოემბერს მსახიობი სექსუალურ ძალადობაში პირველად დაადანაშაულეს.

ავტორი: მარიამ გიგანი