ინდონეზიაში ცუნამის შედეგად 373 ადამიანი დაიღუპა

11:27 12-25-2018
132

ინდონეზიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 373-მდე გაიზარდა. ცუნამი კუნძულ სუმატრასა და იავაზე ვულკან ანაკ კრაკატაუს გააქტიურებამ გამოიწვია. ოფიციალური ვერსიით, ვულკანის ამოფრქვევამ წყალქვეშ მიწის ქანების ჩამოშლა გამოიწვია, რასაც გამანადგურებელი ტალღები მოჰყვა.

ცუნამის დროს დაშავდა 1459 ადამიანი. უსახლკაროდ დარჩა ათასობით მოსახლე. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 128 მოქალაქე. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ინდონეზიის ბუნებრივ კატასტროფათა მართვის სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს, რომ ვულკანური აქტივობა გრძელდება და არსებობს მორიგი ცუნამის საფრთხე. მოსახლეობას მოუწოდებენ არ გავიდნენ სანაპირო ზოლში.

 

ავტორი: მარიამ გიგანი