"უსინდისო მარგველაშვილი რატომ არის იცით?..." - გიგი უგულავა

11:35 12-25-2018
2015

"უსინდისო არის მარგველაშვილი. ჟვანიას მეგობრად თვლიდა თავს და პრეზიდენტობიდან ისე წავიდა, ბოლოს თქვა - გახსნილი არ არის მკვლელობის საქმე. არ იყო ხალხნო ეს მკვლელობა და ვერ გაიხსნება ის რაც არ არის,"-ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. 

გადაცემა "360 გრადუს"-ში გიგი უგულავამ პრეზიდენტ მარგველაშვილზე და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე ისაუბრა. მან ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიბინძურე და სიმდაბლე უწოდა. 

"ხომ ქექეს, ხომ ყველაფერი სიმდაბლე ჩაიდინეს, ღარიბაშვილიდან დაწყებული დანარჩენებით დამთავრებული, თქვენ გგონიათ, რომ რამე რომ ყოფილიყო ასე შეარჩენდნენ?

უსინდისო მარგველაშვილი რატომ არის იცით ? 5 წლის თავზე თუ ასე თვლი და 5 წელი ხმა არ ამოგიღია, სულ რომ 5 დღე ჰქონოდა დარჩენილი, გადამდგარიყო, მაგრამ თვითონაც იცის და თვითონაც იყო მონაწილე ივანიშვილთან და მთელ ამ გუნდთან ერთად იმ სიბინძურეში, რაშიც იყენებდნენ ამ ადამიანის ხსოვნას. ბოლომდე ტალახში ამოსვარეს. ყველაფერი რაც იყო თავიდან შეისწავლეს და ვერაფერი ვერ დადეს,"-განაცხადა გიგი უგულავამ.