"იტალიაში 25 წლის ქართველი ვეფხვმა დაგლიჯა... ვიდრე გალიაში შევიდოდა, ის სრულად გაშიშვლდა..."

11:43 12-25-2018
15017
თეგები: ვეფხვი

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქართველმა მამაკაცმა ქალაქ რეჯიო კალაბრიაში ჯერ ცირკის ტერიტორიაზე შეაღწია, შემდეგ კი ტანსაცმელი გაიხადა და ვეფხვის გალიაში შევიდა. ცხოველმა მას მძიმე დაზიანებები მიაყენა.

მამაკაცის დახმარება ცირკის თანამშრომლებმა შეძლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების შეფასებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს საქართველოს მოქალაქე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.