საშობაო სამოსში გამოწყობილი უილ სმიტი - მსახიობი დღესასწაულს ოჯახთან ერთად აღნიშნავს (ვიდეო)

11:52 12-25-2018
110

მსახიობი უილ სმიტი შობის დღესასწაულს ყველა წესის დაცვით აღნიშნავს. 

მან და მისმა მეუღლემ ჯადა პინკეტ სმიტმა სახლი ასობით საახალწლო დეკორაციით მორთეს და რამდენიმე ნაძვის ხეც დადგეს. 

ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ნახავთ როგორ მოუწოდებს უილ სმიტი თავის შვილებს და ოჯახის წევრებს, საშობაო თემატიკის სამოსი ჩაიცვან და თავადაც საახალწლო ტანსაცმელში გამოეწყობა. 

როგორც თავად განმარტავს, საშობაო განწყობის შესაქმნელად აუცილებელია შესაბამისად გეცვას. 

ავტორი: მარიამ გიგანი