"ღორის გრიპით" გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

12:02 12-25-2018
235

დაავადებათა კონტროლის ხემძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წლევანდელ სეზონზე "ღორის გრიპით" გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ერთი შემთხვევა ბათუმში, ხოლო მეორე - ქუთაისში დაფიქსირდა.

"ზამთარია, იმატებს გრიპის შემთხვევები. წლევანდელი H1N1 -ის შტამით უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი. არის მზარდი დინამიკა კლინიკებში მიმართვის, ამიტომ მოსახლეობა მეტი ყურადღებით უნდა იყოს ყოველგვარი გრიპის ვირუსისადმი. თუ ვირუსი იწყება მაღალი სიცხით, მიმართონ ექიმს", - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა.