ავსტრალიელი მსახიობი, 28 წლის ლიამ ჰამსვორტი და ამერიკელი მომღერალი, 26 წლის მაილი საირუსი, რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ, დაქორწინდნენ.
ვარსკვლავურმა წყვილმა, ქორწილის შესახებ, კომენტარი არ გააკეთა. 23 დეკემბერს, სოციალურ ქსელში, გავრცელდა საიდუმლო ქორწილის ფოტოები.
ჯერ კიდევ მარტის თვეში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაილი, ქორწილის დღესასწაულამდე, ცერემონიის დღეს, არ გაავრცელებდა - მის უახლოესი ადამიანები, მხოლოდ იმ დღეს გაიგებდნენ, როცა ქორწილს გადაწყვეტდა.
ასეც მოხდა. ქორწილის ცერემონია, საკუთარ სახლში, 23 დკემბერს, ამერიკის შტატში, ტენესში გამართა, სადაც მხოლოდ მათი მშობლები, მეგობრები და ახლო ნათესავები იმყოფებოდნენ.
ინსტაგრამზე, საიდუმლო ქორწილის ფოტოები, მათმა მეგობარმა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ წყვილი, 6 წლის წინ დაინიშნა და მას შემდეგ, ერთად არიან.
იხ. ფოტოკოლაჟი: