ავიაკატასტროფა მექსიკაში: დაიღუპნენ გუბერნატორი და სენატორი (ვიდეო)

12:12 12-25-2018
116

ავიაკატასტროფა მოხდა მექსიკაში. ვერტმფრენი, რომელშიც პუებლას შტატის გუბერნატორი ქალი და მისი სენატორი მეუღლე ისხდნენ, აფრენიდან 10 წუთში  ჩამოვარდა.

ინციდენტის შედეგად დაიღუპნენ როგორც გუბერნატორი და სენატორი, ასევე ორი პილოტი და ვერტმფრენში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი.

45 წლის მართა ერიკა ალონსო პუებლას შტატის პირველი ქალი გუბერნატორი იყო, რომელმაც პოსტი 14 დეკემბერს დაიკავა.

წინასწარი ვერსიით, ვერტმფრენის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართავობამ გამოიწვია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი: მარიამ გიგანი