ქაბულში ტერაქტს 40 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 30-მდე მოქალაქე.
აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში, სამინისტროს შენობასთან მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი გაააქტიურეს. აფეთქების შემდეგ, კიდევ 3 შეიარაღებული ტერორისტი გამოჩნდა, რომელთაც სამინისტროს შენობასთან მყოფ უსაფრთხოების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ტერაქტის უკან "თალიბანი" ან "ისლამური სახელმწიფო" დგას.
ავტორი: მარიამ გიგანი