გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი ამინდი იქნება. ხოლო 26-28 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +7+9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +11+16 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება +3+8 გრადუსი.
26-28 დეკემბერს კი, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელების ფონზე ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაეცემა და როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში +3+8 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.