შაკირა და ჟერარ პიკე, შვილებთან ერთად, "ნამდვილი" სანტა-კლაუსის - "იოულუპუკის" სანახავად, ლაპლანდიაში გაემგზავრა (ფოტოკოლაჟი)

13:38 12-25-2018
783

მომღერალი შაკირა და მისი ქმარი, ჟერერ პიკე, რამდენიმე დღის წინ, ბარსელონას აეროპორტში, შვილებთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად დააფიქსირეს.

წყვილი ფინლანდიაში, სანტა-კლაუსთან შესახვედრად მიფრინავდა. დღესასწაულის აღნიშვნა, ვარსკვლავურმა წყვილმა, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შაკირა, ესპანეთში, 16 მილიონი დოლარი დავალიანების გამო, დაადანაშაულეს. 

ცნობილია, რომ წყვილი, ნამდვილი სანტა კლაუსის სანახავად(ფინურად - იოულუპუკი, საშობაო თხა), ფინეთის პროვინციაში, ლაპლანდიაის ქალაქში, როვანიემში გაემგზავრა, სადაც გასართობი ატრაცქიონების, უზარმაზარი პარკი მდებარეობს. შაკირა და მისი ოჯახი, არა მარტო სასწაულ ადგილას - პოლარულ სარტყელში, ხვდებიან შობას, არამედ, ბავშვობის დროინდელ, საყვარელ გმირებსაც მოინახულებენ. 

ბავშვებისთვი, ეს გახლავთ უნკალური საშუალება, ცოცხლად იხილონ, ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და შვედი მწერლის – სელმა ლაგერლეფის წიგნებში აღწერილი ადგილები. როვანიემის  ისტორია კი, მე-15 საუკუნეში იწყება. ეს ჩრდილოეთის ქალაქი პოლარული წრიდან 8 კილომეტრში და ჰელსინკიდან 800 კილომეტრში მდებარეობს.

რამდენიმე დღის წინ, შაკირას, გადასახადების გადაუხდელობის გამო, ბრალი წაუყენეს.  კოლუმბიელ სუპერვარსკვლავს, რომელიც ესპანეთში, სადაც მისი შვილები დაიბადნენ და სადაც 2011 წლიდან ცხოვრობს, 15 მილიონი ევროს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.    

შეგახსენებთ, რომ 41 წლის მომღერალი, შაკირა და საფეხბურთო კლუბის ბარსელონას ვარსკვლავი, ჟერარ პიკე, ორი ვაჟის - 5 წლის მილანის და 3 წლის საშას, მშობლები არიან.

 იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე