რიანა, არაბ მილიარდერთან ერთად, საიდუმლო შეხვედრის დროს დააფიქსირეს - რიანას, ნაომი კემპბელის და ჰასან ჯამილის სასიყვარულო სამკუთხედი

14:55 12-25-2018
958

ბარბადოსელი მომღერალი რიანა, ბოლო დროს, პუბლიკის წინაშე იშვიათად ჩნდება.

შეგახსენებთ, რომ მომღერალს, 2017 წლიდან, არაბ მილიარდერთან, ჰასან ჯამილთან სასიყვარულო ურთიერთობები აკავშირებდა. წყვილს, ხშირად აფიქსირებდნენ ერთად. ზაფხულში კი, გავრცელდა ინფორმაცია, მათი დაშორების შესახებ.

რამდენიმე დღის წინ, სიტუაცია შეიცვალა: ფოტოგრაფებმა, შეყვარებული წყვილი, მალიბუში, ერთ-ერთ რესტორანში დააფიქსირეს. რიანამ და ჰასანმა, შენობა კონსპირაციულად, ცალ-ცალკე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ წყვილის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია, 2017 წლის ივნისში გავრცელდა.  მათ ერთმანეთი, ინგლისელმა სუპერმოდელმა და რიანას ახლო მეგობარმა, ნაომი კემპბელმა გააცნო, რომელიც რიანას ერთ-ერთი კონცერტის დროს, ჰასანთან ერთად იმყოფებიდა. თუმცა, ამ კონცერტიდან რამდენიმე ხანში, რიანა და ჰასანი ესპანეთში, ერთად დააფიქსირეს იახტაზე. ოფიციალურად, არც ერთის მიერ არ დადასტურებულა, რომ ნაომი და ჰასანი შეყვარებულები იყვნენ, მაგრამ ისინი, ხშირად ატარებდნენ ერთად დროს. 

იხ. ფოტოები:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე