საკრებულოს სხდომა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, ნაციონალურმა მოძრაობამ პროსტესტის ნიშნად დატოვა. დეპუტატებმა მანამდე თბილისის მერს კითხვებით მიმართეს.
საკუთარი გამოსვლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრმა კახა კალაძისგან როგორც პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივნისგან, დაინტერესდა, რატომ გაყალბა არჩევნები.
კალაძემ კი თქვა, რომ სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა გაიქცა დარბაზიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს დესტრუქციულ ძალას ვეცდები ყველა მათ შეკითხვას და გავცე პასუხი, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მერიის წლიური ანგარიში წარადგინა. ამის შემდეგ კი, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს.
დედაქალაქის ბიუჯეტის ამ სახით დამტკიცებაზე, უარს ამბობენ ოპონენტები.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული და არ პასუხობს თბილისელების ინტერესებს.
თორნიკე ხურციძე