მსახიობი, კევინ სპეისი, რომელიც გასულ წელს სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, რომელიც კინოსტუდიამ, წლის პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, მას შემდეგ, არც ერთ თოქ-შოუში არ მონაწილებს და კომენტარებისგანაც თავს იკავებს.
რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა დუმილი, უცნაური მოქმედებით დაარღვია.
სპეისმა, YouTube-ზე საიდუმლო ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სახელწოდებით Let Me Be Frank(ნება მიბოძეთ, ისევ ფრენკად დავრჩე ან ნება მიბოძეთ, ვიყო გულახდილი).
ლოგიკურია, რომ მსახიობი, პაროდიას აკეთებს ფილმიდან, ბანქოს სახლი, რომლის მთავარი როლის შემსრულებელია. ფილმში, შეუბრალებელი კონგრესმენი, ფრენსის ანდერვუდი, და მისი ამბიციური ცოლი, კლერი, არ გაჩერდებიან, სანამ ყველაფერს არ დაიპყრობენ. სერიალი, არის სასტიკი პოლიტიკური დრამა, გაჟღლენთილი სიხარბით, სექსით, სიყვარულით და გაუმაძღარი კორუფციით.
ვიდეორგოლში სპეისი, აშშ-ის ეკრანული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პაროდიას აკეთებს - ხმა, მიმიკა, ჟესტი.
ყველაზე საშიში და შავბნელი საიდულო გაგანდეთ. გაჩვენეთ, რის გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს. ჩემი გულახდილი საუბრით, შოკში ჩაგაგდეთ. მე თქვენ გამოგიწვიეთ და ფიქრის უფლება დაგიტოვეთ. თქვენ მე მენდობოდით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით, არ მჭირდებოდა - ამბობს მსახიობი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი იმპიჩმენტი, სასამართლოს და გამოძიების გარეშე განახორციელეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავს, შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემი თავდაჯერებულება, დღითიდღე იზრდება. სიმართლეს, ძალიან მალე შეიტყობთ. იცით რას ვფიქრობ? - თქვენ ხომ არ გინახავთ, როგორ გარდავიცვალე? ნერვიულობთ და განიცდით ჩემზე? - ამბობს სპეისი.
შეგახსენებთ, რომ კევინ სპეისის სასამართლო პროცესი, 2019 წლის 9 იანვარს არის ჩანიშნული. მსახიობს, 18 წლის არასრულწლოვანთან, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ - ინციდენტი, 2016 წლის ზაფხულში, მასაჩუსეტის შტატში, ერთ-ერთ ბარში განხორციელდა.
იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი: