"ტურიზმის გაფეტიშება, არ მგონია ჩვენი ეროვნული იმის... ძალიან დამაკმაყოფილებელი იყოს. მომსახურების სფერო არასდროს ყოფილა ჩვენი ხასიათის", — ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია წლის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენდა.
"საერთოდ, ეკონომიკური პოლიტიკა ნიშნავს, რაც ადამიანში, ქართველ სულსა და გულში, ბუნებაში დევს, ის განვავითაროთ და იმას შევუწყოთ ხელი, იმ სპეციალობებს. ყოველთვის იყო მშენებლობა, ინდუსტრიალიზაცია, უფრო დიდი გამოწვევები და არა მიიტანე მოიტანეზე დაყრდნობა საბოლოო ჯამში", — განაცხადა ჭიჭინაძემ.