„ორთქმავლის წინ ნუ მარბენინებთ“ - ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია მთავარ პროკურატურაში შიმშილს აგრძელებს, თუმცა დეტალებზე, შეხვდება თუ არა ვინმე კონკრეტულ პირს და გამართავს თუ არა მოლაპარაკებებს, არ იცის. „დეტალები არ მაქვს არც მე გადაწყვეტილი და არც აქ, პროკურატურაში, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ორთქმავლის წინ ნუ მარბენინებთ. როდესაც ამის დრო მოვა, გაგაგებინებთ“ - უთხრა „პრაიმტაიმს“ ცოტნე გამსახურდიამ და მედიას მხარდაჭერისა და გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.
გამსახურდიას თქმით, მისი ძმა, ცოტნე, საავადმყოფოში რჩება.
„ოპერაცია არ დასჭირდება, თუმცა დღეს არ გამოწერეს და მკაცრი მიურნალობის კურსი დაუნიშნეს. მისი გადასაწყვეტია, რამდენად შეძლებს შიმშილობის გაგრძელებას, თუმცა მე ნებისმიერ შემთხვევაში ადგილზე ვრჩები“, - განაცხადა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, რომელიც მთავარ პროკურატურაში მამის მკვლელობის დროული გამოძიების მოთხოვნით შიმშილობს.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია გულის შეტევით საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.
ნინა რაზმაძე