საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე ხვალ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს, ამირან გიგუაშვილს შეხვდება.
როგორც "პრაიმტაიმს" მთავარ პროკურატურაში უთხრეს, შეხვედრა მთავარ პროკურატურაში 15:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა შალვა თადუმაძესთან შეხვედრის თხოვნით პროკურატურაში განცხადება დღეს წარადგინა.