"ნაციონალური მოძრაობა" გაიქცა, ეს მათ სჩვევიათ - კახა კალაძე

19:07 12-25-2018
128

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი შეაფასა. მისი თქმით, ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის ასეთი საქციელი ჩვეული მოვლენაა.

"სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაიქცა, ეს მათ სჩვევიათ, არ უნდა გაგვიკვირდეს. პატივს ვცემ მთლიანად საკრებულოს, პატივს ვცემ მოსახლეობას, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ვიღაც იყოს პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, შეიძლება - სხვა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მე ვალდებული ვარ ყველა დასმულ შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს, მაინც ვუპასუხო",- განაცხადა კალაძემ.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა სხდომა დატოვა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება მათ პროტესტის ნიშნად მიიღეს.

საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმინეს. საკრებულოს სხდომაზე ასევე უნდა განიხილონ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი.