ჰოლვუდის ერთ-ერთი რომანტიკული წყვილი, 49 წლის ჯენიფერ ლოპესი და მისი 43 წლის რჩეული, ალექს როდრიგესი ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ. ვარსკვლავური წყვილის სავაჭრო ცენტრში შესვლისთანავე, დაცვის თანამშრომლებმა, დაწესებულების შესასვლელი კარი დაკეტეს. ლოპესმა, მაღაზიებში რამდენიმე საათი გაატარა და ამ დროის განმავლობაში სხვებისთვის იქ შესვლა აკრძალული იყო და საზოგადოება, იძულებული გახდა, ვარსკვლავების შოპინგის დასრულებას, სავაჭრო ცენტრ Grove-თან დალოდებოდნენ.
ჯენიფერ ლოპესი და მისი რჩეული, რომლებიც ბოლო ხანებია, კამერების წინ გამოჩენას, თავს არიდებენ, ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ. როდრიგესი ჯინსებში და ცისფერ პერანგში, ხოლო ჯენიფერი, შოკოლადისფერ ტყავის კომბინიზონში პოზირებდა, რომელთანაც Fendi“-ის ბრენდის ჩანთა და შავი სათვალე ჰქონდა შეხამებული.
სოციალურ ქსელში, უკვე გავრცელდა ფოტოები, როგორ ელოდება ათასობით ადამიანი ვარსკვლავურ წყვილს, სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან.
იხ. ფოტოკოლაჟი: