ისრაელის საჰაერო იერიშები სირიაში (ვიდეო)

12:46 12-26-2018
129

მთელი ღამის განმავლობაში სირიის დედაქალაქ დამასკოსთან აფეთქებების ხმა ისმოდა. სირიის სამხედრო ძალების ინფორმაციით, საჰაერო იერიშები ისრაელმა განახორციელა. ავია-დარტყმების სამიზნე სირიის იარაღების საცავი იყო. ოფიციალური დამასკოს ინფორმაციით, სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, თავდასხმა ლიბანის ტეროტირიიდან განხორციელდა. იერიშების დროს დაშავდა სამი ჯარისკაცი. ლიბანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საწრთვნელი რეიდები ჩაატარეს ლიბანის სამხრეთ ნაწილის თავზე.

ისრაელის თავდაცვის უწყების განმარტებით, მათ თავდაცვის სისტემა სირიიდან წამოსული საზენიტო რაკეტის საპასუხოდ გაააქტიურეს. თავდასხმითი საჰაერო იერიშების შესახებ ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ავტორი: მარიამ გიგანი