"ჩემი და ნანუკას ბედნიერი დღე" - ბერა ივანიშვილმა, ქორწილში შემოსული თანხა, ბავშვთა ფონდებში გადარიცხა (ვიდეორგოლი)

13:22 12-26-2018
1565

ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა და მისმა რჩეულმა ნანუკა გუდავაძემ, 11 ნო­ემ­ბერს სვეტი­ცხო­ველ­ში ჯვარი და­ი­წე­რეს. ახალდაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა, სტუმრების სა­ჩუქ­რე­ბის თან­ხით, გა­ჭირ­ვე­ბულ ბავშვებს დახმარებოდნენ.   სოციალური ქსელში, ბერას და ნანუკას მადლობის წერილი გამოქვეყნდა:  

“ძვირფასო მეგობრებო, გულწრფელ მადლობას გიხდით, რომ 11 ნოემბერს ჩვენთან ერთად იყავით და გაიზიარეთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები.  მადლობა, რომ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი თხოვნა საჩუქართან მიმართებაში. გვსურს გაცნობოთ, რომ თქვენ მიერ გაცემული სახსრები მთლიანად გადაირიცხა ბავშვებზე მზრუნველ სამ ორგანიზაციაში: “Life Line”, “მზის შვილები” და “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”.  ჩვენ ყველა ერთად დავეხმარეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. 

საუკეთესო სურვილებით, ბერა და ნანუკა”.

შეგახსენებთ, რომ ქორწილის ცერემონიის შემდეგ, ბერა ივანიშვილმა, სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელსაც ახალდაქორწინებული წყვილებს უძღვნის -  სიმღერა As You Are, მისივე შესრულებით და რომელიც კლიპად არის ქცეული:

ჩემი და ნანუკას ბედნიერი დღე 3 წუთში - ამ სიმღერას ვჩუქნი ყველა ახალდაქორწინებულ წყვილს“- წერს ბერა ივანიშვილი.

იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე