თბილისის მოსახლეობა გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებს. ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საფასური ამიერიდან 0.014 თეთრით შემცირდება და 46.139 თეთრი გახდება.
სემეკ-ის თავმჯდომარის განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფის ცვლილება სამ კომპონენტზეა დამოკიდებული, ესენია: განაწილება, მიწოდება და ტრანსპორტირება. მიუხედავად იმისა, რომ მოიმატა დოლარის კურსმა, შემცირდა ბუნებრივი გაზის შესყიდვის სახელშეკრულებო ფასი, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატა შემცირებული მიწოდების ტარიფით.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სამომხმარობლო ტარიფს. ტარისფის შემცირების კიდევ ერთი მიზეზი, განაწილების სფეროში დანაკარგის გეგმიური შემცირება 6-დან 9 %-მდე გახდა.
შოთა ფალავანდიშვილი