დემნა გვასალიას ახალი კოლექციის, ქართულენოვანი წარწერით "უფალო შეგვიწყალენ“ და "საქართველო“ კორეელი მოდელები პოზირებდნენ

14:21 12-26-2018
586

სამხრეთ კორეის პოდიუმზე, კორეელი მოდელები, საქართველო“, უფალო, შეგვიწყალე“ – ქართულენოვან წარწერებიან სამოსში პოზირებდნენ, რომლებმაც მოდური ბრენდის Vetements-ის, ახალი კოლექცია წარმოადგინეს, რომლის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა. 

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას Vetements“-ის კოლექციის ჩვენებისთვის შექმნილი ნამუშევრებით, სამხრეთ კორეული პოპულარული ჯგუფი, ექსო“(EXO), რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ პერფორმანსზე პოზირებდა.

Vetements“-ის კოლექცია, რომლებსაც ქართულად „უფალო შეგვიწყალენ“ და „საქართველო“ აწერია, კორეული ჯგუფის, ორმა წევრმა მოირგო. 

დემნას ძმა, გურამ გვასალია, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მათთვის სამხრეთ კორეის ბაზარი, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია. ასეთი რეკლამა კი, ამ ბაზრის ათვისების, საუკეთესო საშუალებაა. პოპულარულ ჯგუფს, თაყვანისმცემლების ნამდვილი არმია ჰყავს, მათ შორის, საქართველოშიც.

ამერიკის შემდეგ, ჩვენთვის, სამხრეთ კორეა ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. ამერიკა, კორეა, საფრანგეთი, ბრიტანეთი და იაპონია, ჩვენი ბიზნესისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნებია. - აცხადებს გურამ გვასალია.

გთავაზობთ, სამხრეთ კორეული ჯგუფის, ექსოს ბიჭების მიერ წარმოდგენილ  სამოსს, დემნა გვასალიას კოლექციიდან, რომელიც კორეაში, მუსიკალურ დაჯილდოებაზე გაიმართა.

Looking good Sehun - ფოტოები, ექსოს დღევანდელი პერფომანსიდან, სამხრეთი კორეა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე