ტაილანდის პარლამენტმა სამედიცინო მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ამ გადაწყვეტილებას ტაილანდელი ხალხისთვის საახალწლო საჩუქარი უწოდა.
მომხმარებლები შეძლებენ სამედიცინო მიზნებისთვის, კონკრეტული რაოდენობის მარიხუანას თან ტარებასა და მის მოხმარებას, რეცეპტის საფუძველზე.
სამედიცინო მარიხუანას წარმოებისა და გაყიდვის ლიცენზიები მთავრობის მიერ მკაცრად გაკონტროლდება.
რეკრეაციული მიზნით მარიხუანას მოხმარება ტაილანდში კი კვლავ არალეგალური რჩება.
ავტორი: მარიამ გიგანი