2018 წლის ყველაზე მთავარი ქორწილი, მეგან მარკლის და პრინცი ჰარის სადღესასწაულო ცერემონია იყო. გრანდიოზული დღესასწაული, 19 მაისს უინძორის სასახლის, წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართა. ცერემონია, 25 წუთს გრძელდებოდა. პრინც ჰარის და მეგან მარკლის ჯვარი, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა, ჯასტინ ველბიმ დაწერა. მეგან მარკლი, საკურთხევლამდე პრინცმა ჩარლზიმ მიაცილა. სამეფო ოჯახის ქორწილის აღსანიშნავად, ლონდონის ქუჩებში, ათი ათასობით ადამიანი იყო გამოსული. ჯვრისწერას, 600-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მსახიობები იდრის ელბა და ჯორჯ კლუნი, მომღერალი ჯეიმს ბლანტი, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, ჩოგბურთელი სელენა უილიამსი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები.
ცნობილი გახდა, რომ პრინც ჰარის, სასექსის ჰერცოგის წოდება მიენიჭა, ხოლო მეგან მარკლი - ჰერცოგინია გახდა. გადაწყვეტილება, გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ მიიღო. ჯვრისწერამდე, პრინცის საცოლე მოინათლა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.
რამდენიმე ხნის წინ 36 წლის ინდოელმა მსახიობმა - პრიანკა ჩოპრამ და ნიკ ჯონასმა იქორწინეს. მსახიობის რჩეული, 26 წლის ამერიკელი მომღერალი, ნიკ ჯონასია, რომელიც საზოგადოებამ Jonas Brothers-ის ბენდით გაიცნო.
წყვილის ქორწილი, ინდოეთში შედგა და ცერემონია ინდური ელემენტებითა და ტრადიციული ცეკვებით იყო გამორჩეული. ცერემონიას, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ ნიკის ძმებიც, რომლებიც ასევე ცნობილი შემსრულებლები არიან.
აღსანიშნავია, რომ წინასაქორწილო ცერემონია წყვილმა, ასევე ინდური ტრადიციების მიხედვით ჩაატარა და მისი ამსახველი კადრები, პრიანკამ, ინსტაგრამის გამომწერებს გაუზიარა.
საზოგადოება, მოუთმენლად ელოდა ქორწილში მეგან მარკლის გამოჩენას, რომელიც პრიანკას უახლოესი მეგობარია, თუმცა ჰერცოგინია ცერემონიას არ დასწრებია, როცა თავად პრიანკა, მეგანისა და ჰარის ქორწილში, საპატიო სტუმრის სტატუსით გამოჩნდა. მიზეზი, სასექსის ჰერცოგინიას ფეხმძიმობა გახდა - მეგანი, ხუთი თვის ორსული გახლავთ და სამეფო ოჯახმა ხანგრძლივი მგზავრობისგან თავის არიდება გადაწყვიტა. ტრადიციული ქორწილი, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ემილი რატაჟკოვსკის და სებასტიან ბეარ მაკლარდის ქორწილი, ნამდვილ სესსაციად იქცა. მოდელი, 3 წლის განმავლობაში, მუსიკოსს ჯეფ მაგინდონს ხვდებოდა და ახლო მომავალში, ყოფილი წყვილი, დაქორწინებასაც კი აპირებდა.
მოხდა სენსაცია და ემილი, ცნობილ მსახიობს. სებასტიან ბეარ მაკლარდს გაჰყვა ცოლად. მეგობრებმა, მათი კავშირი, ხუმრობად ჩათვალეს, მაგრამ წყვილის სასიყვარულო ურთიერთობაში, მალევე დარწმუნდნენ - შეყვარებულებმა, ნიუ-იორკში, ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირეს.
HBO-ს სერიალის სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავები კიტ ჰარინგტონი (ჯონ სნოუ) და როუზ ლესლი (იგრიტი), 2018 წლის 23 ივლისს დაქორწინდნენ. სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავებმა, ჯვარი, შოტლანდიაში დაიწერეს. ცერემონია, აბერდენშირის საგრაფოში გაიმართა, რის შემდეგაც ახალდაქორწინებულები, ლესლის მამის კუთვნილი, ვარდჰილის ციხესიმაგრეში გაემგზავრა.
ქორწილს, მსოფლიოში ცნობილი სერიალის, უამრავი მსახიობი ესწრებოდა. მათ შორის იყო ემილია კლარკი, პიტერ დინკლეიჯი, სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი. მსახიობებს ცხოვრებაში, ისევე როგორც სერიალში, ერთმანეთი შეუყვარდათ და უკვე, თითქმის ორი წელია, ერთად ცხოვრობენ. მათი ნიშნობის შესახებ, ინფორმაცია, გასულ წელს გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილი, 2012 წლიდან ხვდება და 2016 წლის იანვრიდან ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. რამდენიმე ხნის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ წყვილმა, მე-15 საუკუნის დროინდელი, 1.75 ფუნტად ღირებული სასახლე, ინგლისის აღმოსავლეთით შეიძინეს. კიტს, ადრეც სურდა როუზიზე დაქორწინება, მაგრამ წყვილი, სახლის მოწყობით იყო დაკავებული. 2017 წელს, წყვილი, ოფიციალურად დაინიშნა: The Times-ში გამოქვეყნებული ცნობა, შემდეგნაირად გამოიყურებოდა: “ვიუწყებით ვუსტეშირელი (Worcestershire) დევიდ და დებორა ჰარინგტონების უმცროსი ვაჟის, კიტისა და აბერდინშირელი (Aberdeenshire) სებასტიან და ქენდი ლესლიების შუათანა ქალიშვილის, როუზის ნიშნობას”.
ლაკონური განცხადება, მოკრძალებულად დუმს, წყვილის კეთილშობილურ წარმოშობაზე. როგორც ვიცით, კიტ ჰარინგტონი ბარონეტის შვილია, როუზ ლესლის სრული გვარი კი, არბუთნოტ-ლესლია და მისი საგვარეულო მამული, შოტლანდიის ციხესიმაგრეშია.
21 წლის ფრანგი მოდელი ტინა კუნაკი და 51 წლის მსახიობი, ვენსან კასელი 2018 წლის აგვისტოში, ოფიციალურად დაქორწინდნენ.
ცერემონია, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, სოფელ Bidart-ში შედგა. ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ, Blue is the Warmest Color-ის მსახიობი Adele Exarchopoulos და მხატვარი JR.
ასაკის სხვაობის მიუხედავად, წყვილისთვის, ურთიერთობაში ხელი არ შეუშლია. მათ შეხვედრები, 2016 წელს დაიწყეს და სამწლიანი ურთიერთობა, ლამაზად დააგვირგვინეს.
ქორწილის დრესასწაულზე, ტინას, ულამაზესი, ვერა ვანგის ბრენდის კაბა ამშვენებდა.
Vogue-თან ინტერვიუში ვანგმა განაცხადა:
-ეს საპატარძლო კაბა ახალგაზრდობას, შარმს განასახიერებს და მისი უმაღლესი ხარისხის დახვეწილი დიზაინი, ბევრ რამეზე მეტყველებს.
მართალია, კასელი ფრანგი მსახიობია, მაგრამ მას, ჰოლივუდშიც იცნობდნენ. მისი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია შავი გედი.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლები: