ქართული ბრენდის დღე 2018 წლის დაჯილდოებაზე პრაიმტაიმის დამფუძნებელი თამარ ფხაკაძე მულტიმედიური ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.
შექმნის დღიდან (2009 წელი) პრაიმტაიმმა არაერთხელ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა წამყვან ნომინაციებში.
ეს არის ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელიც ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა მკითხველსა და მაყურებელს საშუალება მიეცეს თავად იყოს მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში და თვალი მიადევნოს პროცესების განვითარებას.
ამ მხრივ ეს წელი გამორჩეული იყო, რადგან პრაიმტაიმი გახდა მულტიმედიური პლატფორმა, როგორც მკითხველისთვის, ისე მაყურებლისთვის.
მულტიმედიური პლატფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ონლაინ მომხმარებელს საშუალება ეძლევა ჟურნალისტთან ერთად თავადაც იყოს ჩართული ინფორმაციის შექმნაში.
პრაიმტაიმი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, წარმატებულ და პოზიტიურ წელს გისურვებთ.