პუტინი ჰიპერხმოვანი ბირთვული რაკეტების განლაგებას იწყებს (ვიდეო)

10:10 12-27-2018
740

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი ჰიპერხმოვანი ბირთვული რაკეტების განლაგებას იწყებს:

„ახალი სარაკეტო სისტემა უძლეველია როგორც დღევანდელი, ასევე სამომავლო საჰაერო დაცვისა და სარაკეტო დაცვის სისტემებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი წარმატება და დიდი გამაჯრვებაა. სისტემა მომავალი წლიდან განლაგდება,“- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ჰიპერხმოვანი ბირთვული ქობინის მატარებელი რაკეტების სახით, რუსეთს ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი აქვს. ამ საკითხზე ვლადიმერ პუტინმა ორენბურგის რეგიონში, სარაკეტო სისტემის წინასწარი, სატესტო განლაგების შემდეგ ისაუბრა.

რუსეთის ხელთ არსებული იარაღის ახალი სისტემა, სახელად „ავანგარდი“ მაღალი მანევრირებისაა და ადვილად იცილებს სარაკეტო დაცვით სისტემებს.

ავტორი: მარიამ გიგანი