ტრამპის მოულოდნელი საშობაო ვიზიტი ერაყში (ვიდეო)

10:31 12-27-2018
93

აშშ-ს პრეზიდენტი, პირველ ლედისთან ერთად, ერაყში ჩავიდა და ამერიკული სამხედრო ბაზა მოინახულა.

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი ერაყში 25 დეკემბრის ღამით გაემგზავრნენ. თეთრი სახლის განცხადებით, ვიზიტის მიზანი, იქ მყოფი 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისთვის მადლობის გადახდა მათთვის შობის მილოცვა იყო.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ერაყიდან ამერიკული ჯარის გაყვანას არ გეგმავს. აშშ-ს სამხედრო ძალები ადგილობრივ ხელისუფლებას დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მისი გაპრეზიდენტების დროს, ეს ტერორისტული ორგანიზაცია ჯერ კიდევ ძლიერი იყო, თუმცა ამ ბოლო 2 წელში, მნიშვნელოვნად დასუსტდა.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტი სამხედროებს პირადად შეხვდა. ჯარისკაცები მას მქუხარე ოვაციებით დახვდნენ.

ავტორი: მარიამ გიგანი