ვულკანის ძლიერი ამოფრქვევის მაღალი საფრთხე: ინდონეზია მორიგი სტიქიის მოლოდინშია (ვიდეო)

10:35 12-27-2018
188

 

ინდონეზიაში ანაკ კრაკატაუს ვულკანის ძლიერი ამოფრქვევის საფრთხე იზრდება. ყველა ავიარეისი, რომლებიც კრატერის სიახლოვეს უნდა შესრულებულიყო, გადამისამართდა. ვულკანიდან 5 კილომეტრის რადიუსი აკრძალულ ზონად გამოცხადდა.

ინდონეზიის ბუნებრივ კატასტროფათა მართვის სააგენტო აცხადებს, რომ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე მესამე დონიდან, მეორე დონეზე ავიდა.

22 დეკემბერს, ანაკ კრაკატაუს ამოფრქვევამ, კუნძულ სუმატრასა და იავაზე დამანგრეველი ცუნამი გამოიწვია. სტიქიამ 430 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

ავტორი: მარიამ გიგანი