მომღერალმა მაილი საირუსმა მსახიობ ლიამ ჰემსვორთიზე იქორწინა. ინფორმაცია თავად პოპ-ვარსკვლავმა დაადასტურა და სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოებიც განათავსა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყვილმა კვირას იქორწინა. ცერემონია ტენესის შტატში, მომღერლის კუთვნილ ვილაში გაიმართა.
მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორთი ერთმანეთს დაახლოებით 10 წლის წინ, ფილმი The Last Song-ის გადაღებებზე შეხვდნენ. ისინი ორჯერ იყვნენ დანიშნულები, პირველად 2012 წელს, შემდეგ კი 2015-ში.
ავტორი: მარიამ გიგანი