პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი აღნიშნავს, რომ საკადრო გადანაცვლებების თაობაზე ინფორმაცია საიდან ვრცელდება, მისთვის გაუგებარია.
"ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. კონსულტაციები საკითხზე არ გამართულა", - დასძინა ვოლსკიმ.
ეგახსენებთ, რომ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობაში ცვლილებები განხორციელდება.
ირაკლი ვაჩიბერაძე