"მეგობრებო ერთი კარგი სიახლე..." - ცნობილია, სად გააგრძელებს მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი

11:45 12-27-2018
3570

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი მუშაობას გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტში იწყებს. იგი ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოში გაეროს მხრიდან ეროვნულ კონსულტანტად იმუშავებს.

" მეგობრებო ერთი კარგი სიახლე: მაქვს პატივი დავიწყო მუშაობა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ახალი პროექტის ფარგლებში გაეროს მხრიდან ეროვნულ კონსულტანტად საქართველოში. პროექტს შესაბამისი დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის განყოფილება ახორციელებს და ძირითადი გუნდი სათაო ოფისის ბირთვის გარდა რვა ქვეყანის ეროვნული კონსულტანტისგან შედგება. პროექტის ფარგლებში ვიკვლევთ „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის შესაბამისობას გაეროს ათასწლეულის მიზნებთან, შესაბამისად, გაეროს ეს ინიციატივა საკმაოდ გლობალურია. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას ახალი აბრეშუმის გზის ამ ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ისტორიულად და განსაკუთრებული როლი გვინდა ჰქონდეც ახლაც. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ჩემი მუშაობა ჩემთვის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. საქმიანობას კი 14 იანვრიდან შევუდგები. დროებით " - წერს  Facebook-ის პირად გვერდზე.