ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე აცხადებს, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა არ მომხდარა, რადგან პატრიარქმა ილია მეორემ ამ საკითხის განხილვისგან თავი შეიკავა.
მეუფე პეტრე პატრიარქის ამ დაწყვეტილებას არასწორს და არაჯეროვანს უწოდებს.
"სამწუხაროდ, ციანიდთან დაკავშირებით, კათალიკოს პატრიარქმა თავი შეიკავა ამ საკითხის განხილვისგან, ძალიან გულდასაწყვეტია. მიმაჩნია არასწორი და არაჯეროვანი გადაწყვეტილება", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს დაგმობა, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ მეუფე პეტრემ სინოდის სხომაზე შესვლამდე განაცხადა.