ბევრი არ ჭამოთ და არ დალიოთ" - HAPPY CHRISTMAS! - "The Beatles"-ის ყოფილი წევრი, პოლ მაკკარტნი", თაყვანისმცემლებს შობას ულოცავს (ვიდეორგოლი)

15:18 12-27-2018
163

ინგლისური როკ ჯგუფის The Beatles-ის ყოფილი წევრი, პოლ მაკკარტნი  თაყვანისმცემლებს, სოციალურ ქსელში, შობის დღესასწაულს ულოცავს და ტვიტერის საშუალებით, პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:

ყველას გილოცავთ ბრწყინვალე შობის დღესასწაულს!. იცოდეთ, ბევრი არ ჭამოთ და არ დალიოთ. ვიცი, რომ მე პირადად, ბევრს მივირთმევ, მაგრამ ეს არ აროს საბაბი, თქვენ არ გეპატიებათ. იმედია, გახსოვთ ამ დღესასწაულის ნამდვილი მნიშვნელობა, რაც არის სიყვარული, მშვიდობა და ერთად ყოფნა. ბედნიერ შობას გისურვებთ (HAPPY CHRISTMAS)!!!! - წერს მაკარტნი.

როგორც ჩანს, 76 წლის მომღერალს, იუმორის გრძნობა, ჯერ კიდევ არ დაუკარგავს! 

1960-70 წლებში, პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები, დღემდე ჰიტებად რჩება.  ბითლზის დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი, სოლო კარიერაც დაიწყო. მომღერალს, 18 ალბომი აქვს გამოშვებული.

პოლ მაკკარტნიმ, ბოლო ალბომი Egypt Station, 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა.

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე