შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ხელმძღვანელს - როზი პეტროვს, გლობალური ძალების მართვის მრჩეველს - დან ოუენს და პროგრამის უფროს კოორდინატორს - ეკა ფარღალავას სასაზღვრო პოლიციაში უმასპინძლა.
შეხვედრაზე თემურ კეკელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასაზღვროპოლიციის მოდერნიზაცია და ინსტიტუციური ინსტრუმენტების განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად რჩება. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავების გეგმები დასახეს.
თემურ კეკელიძემ პროგრამის წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.