არ ვიცნობდი სააკაშვილს, არც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებს - ლევან მურუსიძე

17:11 12-27-2018
98

მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ის გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე არაა და არც ის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები გაუშვა ციხიდან.

კითხვაზე, რატომ მიიჩნევენ სააკაშვილის მოსამართლედ, ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილს მხოლოდ ორჯერ შეხვდა, როდესაც ფიცი დადო სხვა მოსამართლეებთან ერთად.

„არ ვიცნობდი სააკაშვილს, უფრო მეტიც არასოდეს არ ვიცნობდი და არ შევხვედრივარ ზურაბ ადეიშვილს. არასოდეს არ შევხვედრივარ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ვერავინ დაასახელებს, რომ მათთან ლევან მურუსიძეს რაიმე უშუალო ურთიერთობა ჰქონდა”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.