კამერები შემოიტანოს ყველამ, გავიდეს ეს პირდაპირ ეთერში და დავამტკიცებ, რომ მურუსიძე არ ყოფილა გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე,- ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბრალი რომელსაც მას სდებენ, თითიდან გამოწოვილი და სამართლებრივი კუთხით აბსურდულია .
„საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრი აცხადებს, მე არ ვარ კეთილსინდისიერი. მაქვს სურვილი, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება თანახმა, კამერები შემოიტანოს ყველამ, გავიდეს ეს პირდაპირ ეთერში და დავამტკიცებ, რომ მურუსიძე არ ყოფილა გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე და რეალურად ამ ყველაფერზე იწმენდნენ ხელს. რაზეც მე მედავებიან, ეს არის თითიდან გამოწოვილი და აბსურდული სამართლებრივი კუთხით. მზად ვარ, საქართველოში სისხლის სამართლის საქმის მცოდნე ადამიანები შეიკრიბონ, თუნდაც მოხდეს ლევან მურუსიძის ერთგვარი გასამართლება ამ საკითხზე და ერთხელ და სამუდამოდ მომეცეს საშუალება, რომ დავამტკიცო სიმართლე. ადამიანმა, რომელმაც მსჯავრდებულებს მივუსაჯე შვიდი წელი, არ ვარ ამ საქმეში მე მთავარი დამნაშავე და არ არის ლევან მურუსიძე ის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები გაუშვა ციხიდან”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.