ვაქცინაციის კამპანია კომიქსებით: ანუ რა ბედი ეწია პერსონაჟს, რომელიც არასოდეს აცრილა

15:20 12-28-2018
143

მხატვარმა მაიკლ ეშტონმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომიქსები შექმნა.

კომიქსი სახელწოდებით „პატარა მშვილდოსანი“ სულ 10 სერიისგან შედგება. მისი მთავარი გმირი ე.წ. როლური თამაშების პერსონაჟია, რომელიც არასოდეს აცრილა და სწორედ ამიტომ მისი სიცოცხლისუნარიანობა და ჯანმრთელობის მონაცემები ძალიან დაბალია. იგი თავის მშობლებს ეძებს, რაშიც თავისი მეგობარი ეხმარება. კომიქსის 10 ეპიზოდი, სწორედ ამ ორი პერსონაჟის თავგადასავლებზე მოგვითხრობს.

კომიქსების ყველა სერიის ნახვა, მხატვრის „ინსტაგრამ“ გვერდზეა შესაძლებელი. 

 

ავტორი: მარიამ გიგანი

 

 

 

 

View this post on Instagram

Give him a shot #comic #funny #lol #gaming #rpg

A post shared by Light Roast Comics (@lightroastcomics) on