ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესებას, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეხმაურება.
„ეს არის საზოგადოების გამოწვევა და ადრე, რომ იტყვიან, ხელთათმანი გადაუგდეს, ესროლეს საზოგადოებას და მე ვფიქრობ, საზოგადოება და ზოგიერთი ჯანმრთელი დეპუტატი ამას საზოგადოებას საკმაოდ კარგად მიაწვდის და როგორც საჭიროა ისე მიაწვდის. მურუსიძეები და ეს ადამიანები საკადრის პასუხს მიიღებენ და აქტებით და ოქმებით მოქმედება არ ნიშნავს კანონიერებას. სამართლიანობა და კანონი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება და სამართლიანობა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე კანონიერება,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.