სკანდალი! "საბოლოოდ დაიმსხვრა პატრიარქის "მწყემსი კეთილობის" მითი" - მეუფე პეტრე

18:21 12-28-2018
15102

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ამბობს, რომ სინოდის გუშინდელი სხდომა ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. მისთვის საბოლოოდ დაიმსხვრა პატრიარქის "მწყემსი კეთილობის" მითი, რადგან დეკანოზ მამალაძის საქმე არ განიხილეს, მისი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად და ამას ხელი ილია მეორემ შეუწყო. 

"მაშინ როდესაც ვსაუბრობდი ჯერ უკრაინის თემაზე და შემდეგ ვთქვი, რომ უკრაინის საკითხის გარდა აუცილებლად მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდზე იქნას განხილული, ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა და ციანიდის საქმე, მითხრეს რეპლიკებით, რომ როდესაც ამოიწურება საკითხი უკრაინის შესახებ, შემდეგ გადავალთ სხვა საკითხებზე. სხვა საკითხებიც გაგრძელდა და ბოლოს, როდესაც მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა და შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მყოფ მღვდელმთავარს, მათაც დათვური სამსახური გაუწიეს მას და მე დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაჩენილი ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდი და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ, ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის" - განაცხადა მეუფე პეტრემ ტვ პირველის ეთერში.