გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი გზაზე გადადიოდა. თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა დაშავებული მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა.
როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მუხლის მე 5 ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი