3 იანვრის ღამეს, 4 იანვარს გამთენიისას, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებნი მეტეორული წვიმის მომსწრენი გავხდებით. მოვლენა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან.
ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში, პიკის დროს, შესაძლებელი იქნება საათში 60-100 მეტეორამდე დანახვა. მეტეორთა ცვენა პიკს 4 იანვრის დილას, თბილისის დროით 07:00 საათზე მიაღწევს.
Earthsky-ს ცნობით, პიკი საკმაოდ ხანმოკლე იქნება და მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება.