მაშველებმა, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი, 11 თვის ბავშვი გადაარჩინეს (ვიდეორგოლი)

14:53 01-03-2019
384

31 დეკემბერს, დილის საათებში, რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, 10 სართულიან საცხოვრებელი კორპუსში, აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი, დღითი-დღე იზრდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 37 ადამიანი.  მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ისევ ეძებენ. სამართალდამცველები, არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, კიდევ გაიზარდოს. ამ დრომდე, დაკარგულად, 4 ადამიანი მიიჩნევა.   

საინფორმაციო პორტალი 360TV-ის წყაროს ცნობით, მაგნიტოგორსკში, საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად, ნანგრევებში მოყოლილი, 11 თვის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც რეანომობილით, მოსკოვში გადაიყვანეს, სტაბილურია. 

ლაბორატორიული კვლევების შედეგად, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ბავშვის მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია. პატარას, მთელი ღამის განმავლობაში, მშვიდად ეძინა“ - განაცხადა, ტრავმატოლოგიური განყოფილების მთავარმა ექიმმა. 

შეგახსენებთ, რომ 10-სართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება, 31 დეკემბერს, დილის საათებში მოხდა. კატასტროფის მიზეზი, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. აფეთქების შედეგად, 10-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე